კაგა–ვაა! (+VIDEO)

არსებობს კარგი დებიუტი, არსებობს მაგარი დებიუტი, ხოლო აი, რაც შინჯი კაგავამ თურქულ ბეშიქთაშში მოიწყო, უკვე მაგარსაც სცილდება.

მიმდინარეობდა თურქეთის ჩემპიონატის მატჩი, რომელშიც ბეშიქთაშმა საბოლოოდ 6:2 სძლია ანტალიასპორს.  

 

დორტმუნდიდან ბეშიქთაშში გადასულმა იაპონელმა მოედანზე შესვლიდან 19 წამში გაიტანა, ხოლო ორ წუთში კიდევ ერთხელ შეაგდო და დუბლი მიითვალა. ბეშიქთაში მესამე ადგილზეა და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბასაკშეჰირს.