კაკაბაძე – ჯერ მსუბუქი ვარჯიში

ოთარ კაკაბაძეს წლეულს სრული დატვირთვით არ უვარჯიშია. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ცოტა იშვიათი სახის ტრავმა აქვს:

საზარდულის ზემო მონაკვეთზე, ძვალი აწუხებს.

 

კაკაბაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. როგორც შევიტყვეთ, ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ სპეციალური ვარჯიშებია საჭირო. ჯერ ცოტას ძუნძულებს და ვნახოთ. იოლად მოსარჩენი ტრავმა არაა, მიხედვა უნდა და თამაშზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

 

საქართველოს ნაკრების გარშემოც საფიქრალი გაჩნდა. ბოლო პერიოდში კაკაბაძე შეუცვლელი მარჯვენა მცველი გახლდათ, ასე რომ, ვლადიმირ ვაისს მარტის შესარჩევი მატჩებისთვის მეტი საზრუნავი ექნება...