პელეგრინი: კლოპი ისევ თამაშგარედან მიტანს

ინგლისურ პრემიერლიგაში ვესტ ჰემი-ლივერპული 1:1 დასრულდა. მასპინძელთა ჩილელი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი შედეგით გაწბილებული იყო, მოგება გვეკუთვნოდაო.

"იურგენ კლოპი დაეჩვია, რომ მისმა გუნდმა თამაშგარეებით უნდა გამიტანოს.  ასე იყო, როცა მალაგაში ვმუშაობდი. კლოპის დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შვიდმეტრიანი თამაშგარედან გაგვიტანა. ვფიქრობ, ლამაზად ვთამაშობთ და ხარისხით კმაყოფილი ვარ, აი, შედეგით კი... მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს ვხვდებოდით, ფრით უკმაყოფილო ვარ. ბევრი მომენტი შევქმენით გუნდთან, რომელსაც საუკეთესო დაცვა ჰყავს".

 

ლივერპული სამი ქულით უსწრებს მანჩესტერ სიტის. უფრო დაიძაბა სიტუაცია.