34 წლის რონალდუ 20 წლის ადამიანის სხეულით

კრიშტიანუ რონალდუს კარიერისა და მიღწევების შესახებ არაერთხელ დაიწერა და ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. არახალია, რომ ეს ყველაფერი უმეტესწილად მისი ფიზიკური მომზადების ხარჯზე ხდება. ამ ასპექტს პორტუგალიელი მართლაც დიდ დროს უთმობს.

 

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ რონალდუს, რომელიც დღეს 34 წლის გახდა, 20 წლის ბიჭის ფიზიონომია აქვს. კრიშტიანუს სხეულზე ცხიმი 7%-ს შეადგენს,  კუნთოვანი მასა კი 50% გახლავთ. სათქმელია, რომ ასეთი მაჩვენებელი რონალდუს ასაკის ფეხბურთელისთვის აშკარად შეუსაბამოა.

წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუმ ერთ-ერთ ეპიზოდში გაქცევისას 33.98 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიო ჩემპიონატზე სხვას არავის დაუფიქსირებია.

2018 წლის ზაფხულში მადრიდის რეალის საექიმო შტაბმა რონალდუზე დაკვირვების შემდეგ დაადგინა, რომ ფეხბურთელის სხეული 23 წლის ადამიანისას უფრო შეეფერება. შემდეგ გამოკვლევა ტურინშიც ჩატარდა. იტალიელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ რონალდუს 20 წლის ბიჭის ფიზიონომია აქვს. მის სხეულზე მხოლოდ 7% ცხიმი აღმოაჩინეს, დანარჩენ ფეხბურთელებს ეს მაჩვენებელი 10-11% აქვთ.

რონალდუს სხეულზე მისი კუნთოვანი მასა 50%-ს იკავებს, როგორც წესი ფეხბურთელების სხეულზე კუნთები 46%-ს შეადგენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ ძველებურად სწრაფი აღარ არის, მას კვლავ საკმარისი ტემპი აქვს. AS-ის მონაცემებით მან 2017 წელს ერთ ეპიზოდში 33.25 კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა.

მეგავარსკლვავმა თავისი წარმოუდგენელ ფიზიკური შესაძლებლობები 2018 წელსაც დააფიქსირა, როცა იუვენტუსის კარში გატანილი მაკრეტელას დროს 230 სანტიმეტრზე ახტა.

 

დაბადების დღეს გილოცავ კრიშტიანუ!