გახდება ბითაძე ლუკა დონჩიჩის მემკვიდრე?

19 წლის ქართველს ევროლიგამ ამომავალი ვარსკვლავი უწოდა

გოგა ბითაძემ ევროლიგაში ჯერ მხოლოდ 7 მატჩის გამართვა მოასწრო, მაგრამ საკალათბურთო სპეციალისტები უკვე აალაპარაკა. მასზე არაერთი უცხოური გამოცემა წერს, ხოლო ევროლიგის საიტმა სპეციალური სიუჟეტიც მიუძღვნა.

 

არ არის გამორიცხული 19 წლის ქართველი ამომავალი ვასრკვლავი ვუნდერკინდ ლუკა დონჩიჩის მემკვიდრე გახდეს. საქმე იმაშია, რომ ევროლიგას სპეციალური პრიზი აქვს დაწესებული, რომელსაც ტრადიციისამებრ სეზონის ბოლოს 22 წლამდე საუკეთესო კალათბურთელს გადასცემს. ნბა-ში გადაბარგებამდე, ზედიზედ ორჯერ ამ ჯილდოს მადრიდის რეალის კალათბურთელი, ხორვატი ლუკა დონჩიჩი დაეუფლა, წლეულს კი ექსპერტები მას სწორედ გოგა ბითაძეს უწინასწარმეტყველებენ.

 

 

გოგა ბითაძემ, 7 მატჩში უკვე იმდენი მოახერხა, რომ კონკურენტებს სტატისტიკურად საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო და სავარაუდოდ „ამომავალი ვარსკვლავის“ პრიზიც მას გადაეცემა. 

 

„გოგა ბითაძე ევროლიგის ყველაზე პერსპექტიული და იმედისმომცემი კალათბურთელია. მან, ევროლიგაზე თამაში მხოლოდ სეზონის შუაში დაიწყო, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. განსაკუთრებით ის კარგად ფარქვეშ მოქმედებს“ - წერს ევროლიგის საიტი.