კალაძე ენფილდზე, ლეგენდებთან ერთად ითამაშებს

კაკა, მალდინი, ნესტა, გატუზო, პირლო და სხვები

 

2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამეორება 23 მარტს, ენფილდზე შედგება. ოღონდ ამჯერად, ერთმანეთს ამხანაგური ტიპის მატჩში ლივერპულისა და მილანის ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მილანის 26-კაციან შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი კახა კალაძეც მოხვდა. თბილისის ამჟამინდელი მერი ისეთი ლეგენდების გარემოცვაში ითამაშებს, როგორებიც კრისტიან აბიატი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, რიკარდო კაკა, ჯენარო გატუზო, ანდრეა პირლო, ფილიპო ინძაგი, დირკ კიუიტი მაიკლ ოუენი, რობი ფაულერი, იან რაში და სხვები არიან.

 

მერსისაიდელთა ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ლეგენდების მატჩი, ყოველწლიურად იმართება და საქველმოქმედო სახისაა.

 

გუნდების სრული შემადგენლობები ასეთია:

 

 

კახა კალაძე მილანში 2001-2012 წლებში თამაშობდა, რა დროშიც 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ის ოთხჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.