მართვემ უშუალო კონკურენტს დამაჯერებლად სძლია

ფუტზალის ლიგა

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2018/19 წწ სეზონის VIII ტური, რომელიც   თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში დაიწყო,  ქუთაისის  სპორტის  სასახლეში მართვესა და  ლიგის  დებიუტანტი ივერია 2017-ის  დაპირისპირებით დასრულდა.  მასპინძლებმა  უშუალო კონკურენტს,  დამაჯერებლად 12:2 სძლიეს. დღევანდელ შეხვედრაში  საუკეთესო  თეიმურაზ  ტყეშელაშვილი იყო, რომელიც  საკუთარ გუნდს პოკერით  დაეხმარა.

 

ამ  მოგებით  მართვემ  სატურნირო  ცხრილში მეხუთე ადგილზე  გადაინაცვლა და  პლეი-ოფში თამაშის რეალური შანსი გაუჩნდა.

 

 თეიმურაზ ტყეშელაშვილი,მართვე: „პირველ რიგში  მივულოცავ  საკუთარ გუნდს  გამარჯვებას.მიხარია, რომ  მოვიგეთ  დიდი  ანგარიშით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო  ამ თამაშის  მოგება. ინტენსიურად  ვარჯიშობდით  და შრომამ შედეგი  გამოიღო. ჩვენი  მეტოქე  დებიუტანტი  გუნდი იყო, რომელსაც  შეცდომები ჰქონდა, თუმცა  ჩვენ  ეს  შეცდომა   ჩვენსავე  სასარგებლოდ  გამოვიყენეთ.  ჩვენ  პლეი-ოფისთვის  ვიბრძვით.  პირველი წრის  შემდეგ  გაძლიერდნენ  გუნდები, თუმცა  არც  ჩვენ ვართ  სუსტი გუნდი,  შევეცდებით  რომ  პლეი-ოფში  ვითამაშოთ, ეს  ჩვენი  მიზანი  და  სურვილია  და  ვითამაშებთ  კიდევაც,რადგან მაქსიმალურად  მოტივირებულები ვართ.  რაც შეეხება  დღევანდელ  შეხვედრაში  ჩემს  თამაშს დადებითად  შევაფასებდი  და  ვთვლი რომ  ეს  ყველაფერი ჩემი გუნდელების  დამსახურებაა."

 

ტურის  სხვა  შეხვედრებში თსუ-მ მფკ თბილისი მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.  TMC თბილისმა  თელასს 3:1  სძლია.  ბსუ-ს კიდინამო სოხუმის წინააღმდეგ ტექნიკური მოგება 5:0 ჩაეთვალა.ფუტსალის ლიგის  მორიგი ტურის შეხვედრები 14 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.