გოგონებმა ყველა წააგეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფიდან დაქვეითდა.

ინგლისის ქალაქ ბათში დასრულდა ფედერაციის თასის გათამაშება, სადაც ევროაფრიკული ზონის პირველ ჯგუფში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა. მათ შორის იყოს საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა გუნდიც ეკატერინე გორგოძის, ოქსანა კალაშნიკოვას, მარიამ ბოლქვაძის და ზოზირა ქარდავას შემადგენლოობით. ნაკრების კაპიტანი კი მაკა ჩახნაშვილია.

 

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც ხორვატიის, სერბეთის და თურქეთის გუნდებთან მოუხდა დაპირისპირება. ქართველმა ჩოგბურთელებმა ჯგუფში სამივე მატჩი წააგეს და ისღა დარჩენოდათ პირველ ჯგუფში დასარჩენად ებრძოლათ. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩვენი ნაკრების მთავარი ამოცანაც წლევანდელ ფედერაციის თასზე სწორედ ეს იყო. 

 

თუ წინა წლებში, საქართველოს ნაკრები ამას ახერხებდა, ამჯერად ვეღარ შეძლეს. ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად მათ სლოვენიის ნაკრებთან ჯახი მოუხდათ, სადაც მარცხი იწვნიეს და საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებიც ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფიდანაც დაქვეითდა.