NBA-ს მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა

მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა NBA-ში. კლივლენდ კავალიერსმა ნიუ იორკ კნიქსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 107-104 დაამარცხა. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იყოჩაღეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კედენ ალენი იყო, რომელმაც 25 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა.

ასევე საინტერესო გამოდგა ინდიანა პეისერსისა და შარლოტ ჰორნეთსის დაპირისპირება. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 99-90 დასრულდა. ინდიანამ გამარჯვება პირველ და მესამე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობების ხარჯზე შეძლო. შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კამბა ვოლკერია, რომელიც გუნდს 34 ქულით, 3 პასით და 9 მოხსნით დაეხმარა.

ინტერესს მოკლებული არ ყოფილა ტორონოტოსა და ბრუკლინ ნეთსის მატჩი. შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ 127-125 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კავაი ლეონარდია. ამერიკელმა სპორტსმენმა 30 ქულას, 8 პასს და 2 მოხსნას მოუყარა თავი.

დანარჩენი მატჩებიდან დეტროიტმა ვაშინგტონ ვიზარდსი მიიღო და 121-112 დაამარცხა, მილოუკ ბაქსი ჩიკაგო ბულზს ესტუმრა და 112-99 გაიმარჯვა, 120-104 დამთავრდა ჰიუსტონ როკეტსისა და დალას მავერიკსის მატჩი, მინესოტამ ლოს ანჟელეს კლიპერსს უმასპინძლა და 130-120 მოიგო, 120-111 დასრულდა ოკლაჰომა სიტისა და პორტლენდ ბლეიზერსის მატჩი, რაც შეეხება დენვერ ნაგეთსისა და მაიამი ჰიტის მატჩს, შეხვედრა მასპინძლებმა 103-87 მოიგეს.