გარდაიცვალა ლეგენდარული მეკარე ბენქსი (+VIDEO)

81 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი გორდონ ბენქსი: ლეგენდარული მეკარე, 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა.

ბენქსმა საკლუბო კარიერა ლესტერსა და სტოკში გაატარა, ამ ორივე კლუბის ლეგენდად ითვლება.

 

ცნობილია მისი საოცარი „სეივი“ 1970 წლის მუნდიალზე. პელეს თავური მოიგერია. ერთ–ერთი უმაგრესი „სეივია“ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.

 

1972 წელს ავტოავარიაში მოჰყვა და მარჯვენა თვალიდან მხედველობა დაკარგა. თვალის ფორმაც აშკარად შეეცვალა... აშკარად ექიმებმა 108 ნაკერი დაადეს. და მაინც, მეკარეობა გააგრძელა, 39 წლისა კვლავ იდგა სტოკის კარში.