მარსელომ გულშემატკივრები დაამშვიდა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რონალდუ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ რეალის დატოვებას აპირებდა.

ბოლო დროს ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ იუვენტუსი ზაფხულში მარსელოს გადაბირებას შეეცდება. უცხოელი ტაბლოიდების ცნობით, რეალის დატოვება და იტალიურ გრანდში გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.

 

ამ თემაზე თავად ფეხბურთელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორებია და მეტი არაფერი.

 

„არ ვიცი ამ თემაზე ინფორმაცია საიდან გავრცელდა. მოქმედი კონტრაქტი რეალთან მაკავშირებს და გუნდიდან წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ. რაც შეეხება იუვენტუსს, ბიანკონერი უდაოდ დიდი კლუბია. მახსოვს 2008 წელს როცა რეალი ტურინულ გუნდს შეხვდა, მატჩის შემდეგ ნედვედთან მივედი და მაისური ვთხოვე.“

 

ბრაზილიელმა კრიშტიანუ რონალდუს რეალიდან იუვენტუსში გადასვლაც გაიხსენა.

 

„ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალამდე რონალდუ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ რეალის დატოვებას აპირებდა. იგი უდიდესი ფეხბურთელია და იუვენტუსში წარმატებებს ვუსურვებ.“-განაცხადა ბრაზილიელმა მცველმა.