კიდევ ერთი ლადო ახალაია

ლადო ახალაიას ვაჟი მოლდოვის 17–წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. გახსოვთ ლადო ახალაია? ახლო წარსულში კარგი თავდამსხმელი გახლდათ. ამჟამად 36 წლისაა.

ლადო თამაშობდა კიშინიოვის ზიმბრუში, თბილისის დინამოში, საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებებში. ერთი მატჩი ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული 2004 წელს.  ნახევარი წელიწადი შვეიცარიის ციურიხშიც იყო, ისე კი, რამდენიმე ქართული კლუბი მოიარა.

 

შვილს რაც შეეხება, მასაც ლადო ჰქვია და მოლდოვაში ცხოვრობს. ტანმაღალი შემტევია.  ამასწინათ მინსკში, განვითარების თასზე ითამაშა, სადაც საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებთანაც მოუწია გამოსვლა.