ბარსელონა რაკიტიჩზე უარს ამბობს

ესპანელებმა ივანს კარისკენ მიუთითეს

ბარსელონა ივან რაკიტიჩისთვის კონტრაქტის გახანგრძლვიებას არ აპირებს. ამის შესახებ Sport.es-დან ვიგებთ. ხორვატ ნახევარმცველს გუნდთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, ბლაუგრანას შეფები კი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებენ. მეტიც, ესპანურმა გრანდმა ფეხბურთელი შესაძლოა ზაფხულშივე გაყიდოს.

 

შუახაზელს ზაფხულში პსჟ ეპატიჟებოდა, თუმცა რაკიტიჩმა ბარსელონას დატოვება არ ისურვა. ცნობილია, რომ ტუხელის გუნდი მის გადაბირებას ზაფხულსიც შეეცდება.

 

რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წლის ივლისში სევილიადან გადავიდა. ამ დრომდე მან ბლაუგრანასთან ერთად ლა ლიგა (3), ესპანეთის თასი (4), ესპანეთის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 34 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გატიანა.