მამუკელაშვილი 100 პროცენტიანია

ქართველ კალათბურთელს თამაშიდან არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Eeast-ის კონფერენციაში “ჯორჯთაუნს” შეხვდა და 90:75 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა “მეკობრეების” გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

 

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ სანდროს თამაშიდან არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია. მან სამივე სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

 

“სეთონ ჰოლმა” 6-6 მოგება-წაგება მოაგროვა და 10-გუნდიან კონფერენციაში მხოლოდ “ვილანოვასა” და “მარკეტს” ჩამორჩება. ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს “კრეიტონთან” გამართავს.