ლევან კობიაშვილი – 2023

როგორც იცით, დღეს სასტუმრო ჰუალინგში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29–ე ყრილობა გაიმართა. ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს სფფ–ის პრეზიდენტად – 4 წლის ვადით. 

ყრილობას ესწრებოდნენ ფიფასა და უეფას წარმომადგენლები. ქართული ფეხბურთის წინსვლაზე ისაუბრა მიშელ უვამ, რომელიც უეფას ვიცე–პრეზიდენტია.   

 

ლევან კობიაშვილი: „ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ადრეც ვთქვი, რომ კიდევ უფრო მოტივირებული ვარ. აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და არარეღთხელ მითქვამს, რომ როგორც ფეხბურთელობისას ვიყავი გუნდური მოთამაშე, ასე ვარ ამ ამპლუაშიც.

 

...ყველანაირად ვეცდები, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელო.  ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ბედნიერებაა, როცა მეძლევა შანსი, ამ სფეროს ვუხელმძღვანელო. ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა“.

 

ამასთან, ყრილობაზე აღმასკომის შემადგენლობაც აირჩიეს: აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ილია ინჯია, ნინო სორდია, რომან ფიფია, თენგიზ სულაქველიძე, ბესიკ ჩიხრაძე, კახა ჭუმბურიძე, გოჩა ჯამარაული, ნიკოლოზ ჯღარკავა.