მალკომმანია

მალკომს რიგი დაუდგა. ბრაზილიელს ინგლისში იწვევენ

ბარსელონას ფეხბურთელმა, მალკომმა კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც Le10Sport-ი იუწყება, მისი გადაბირება ლივერპულის მესვეურებს სურთ. ცნობილია, რომ ტრანსფერის ინიციატორი პირადად იურგენ კლოპია.

 

არახალია, რომ მერსისაიდელებს შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას აპირებენ, ტრანსფერის სურვილი კი აქედანაა გამოწვეული. აქვე გეტყვით, რომ ლივერპულის გარდა მისი გადაბირება არსენალს, ტოტენჰემსა და ერთ-ერთ ჩინურ გუნდს სურთ.

 

მალკომი ბარსელონაში წინა წლის ზაფხულში ბორდოდან გადავიდა. თავიდან მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, თუმცა ფეხბურთელს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ამ სეზონში შემტევმა მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება ლივერპულს, სქაუზერთა საყვარელი გუნდი პრემიერლიგაში 65 ქულით მეორე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ბრიტანელები ბაიერნს დაუპირისპირდებიან.