საქართველო შეიკრიბა

ეროვნული ნაკრები  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან ის მოთამაშეები შეირჩევა, რომლებიც 21 თებერვალს საბერძნეთს, ხოლო 24-ში ესტონეთს დაუპირისპირდებიან. გამოძახებულნი არიან, თუმცა ნაკრების შემადგენლობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ თორნიკე შენგელია და ნიკა დარბაიძე.


 

ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრების კანდიდატები ოლიმპიურ სასახლეში შეკრიბა, სადაც ეროვნული გუნდი 18 თებერვლამდე ივარჯიშებს, ხოლო 19-ში, გამთენიისას, საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც კუნძულ კრეტაზე 21 თებერვალს ელინთა ნაკრებს დაუპირისირდება. საქართველოს ნაკრები საბერძნეთიდან 23 თებერვალს, გამთენიისას დაბრუნდება და ესტონეთთან მატჩისთვის მომზადებას თბილისში განაგრძობს.

 

ბალტიისპირელებთან მატჩი 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.