კლაუდიო პიზაროს მეორე რეკორდი

კლაუდიო პიზარომ თავი გაგვახსენა. ვერდერი სტუმრად 0:1 აგებდა ჰერტასთან და პერუელმა ფორვარდმა მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე გაათანაბრა - 1:1.

ეს ბუნდესლიგის რეკორდია: პიზარო ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლეა. პერუელი 40 წლისა და 136 დღისაა. აქამდე კი რეკორდი ასევე ვერდერის ყოფილ ფეხბურთელს, მირკო ვოტავას ეკუთვნოდა: 40 წლისა და 121 დღისა იყო, როცა გოლი მიითვალა.

 

ცნობისთის, პიზარო ასევე რეკორდსმენია ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. 2015 წელს მან ლევან კობიაშვილს გაუსწრო...