ვიდრე ბოატენგი მინდორზე დარბოდა...

მძარცველებმა ბარსელონას ფეხბურთელის სახლიდან 300 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტანეს

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ბარსელონამ ვალიადოლიდს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა. ნიშანდობლივია, რომ ერთადერთი გოლი პენალტით მესიმ გაიტანა, თუმცა არგენტინელმა ფორვარდმა მატჩის მიწურულს მეორე 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა.

 

მოგება, მოგებად, ბარსელონამაც სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა, თუმცა ვალიადოლიდთან გამარჯვება ძვირად დაუჯდა კევინ პრინც ბოატენგს. ძვირად დაჯდომას როცა ვამბობთ, ყველაფერს პირდაპირი გაგებით ვგულისხმობთ და არა გადატანითი მნიშვნელობით.

 

მოკლედ, ვიდრე ბოატენგი ვალიადოლიდს ეთამაშებოდა და კამპ ნოუზე დარბოდა, ქურდები მის სახლში შეიპარნენ. მძარცველებმა საერთო ჯამში ბოატენგის სახლიდან 300 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული გაიტანეს.