მანჩესტერი პოზიციებს არ თმობს

მანჩესტერელები არ ისვენებენ. იუნაიტედმა ისევ სერია ა-ს ფეხბურთელს დაადგა თვალი 

მანჩესტერ იუნაიტედი ინტერიდან მილან შკრინიარის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ Independent-იდან ვიგებთ. ცნობილია ისიც, რომ 24 წლის ფეხბურთელი მანჩესტერელთა მთავარი სამიზნე იქნება და მის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან.

 

არახალია, რომ წითელი ეშმაკები დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობენ. შკრინიარის გადაბირება მათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდათ, თუმცა იტალიელებმა სლოვაკი არ გაუშვეს. აქვე გეტყვით, რომ ნერაძური ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც აპირებს.

 

შკრინიარი ინტერში 2017 წლის ზაფხულში სამპდორიადან გადავიდა და მალევე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დღესდღეისობით იგი სერია ა-ს გამორჩეულ მცველებშიც მოიხსენიება. რაც შეეხება მანჩესტერს, ინგლისელებს შკრინიარის გარდა ტობი ალდერვეირელდისა და კალიდო კულიბალის დამატებაც სურთ.