სამეფო კლუბი არამეფურად (+VIDEO)

მადრიდის რეალმა ლა ლიგაში შინ 1:2 წააგო ჟირონასთან, რომელსაც ზედიზედ 13 თამაში არ ჰქონდა მოგებული და ნავსი სწორედ სანტიაგო ბერნაბეუზე გატეხა.

სანტიაგო სოლარის გუნდმა პირველი ტაიმი კაზემიროს თავურით მოიგო, მეორე ნახევარში კი კატალონიურმა კლუბმა მოატრიალა თამაში და ათწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. ბოლოს სერხიო რამოსიც გააძევეს – მეორე გაფრთხილება მიიღო... და კიდევ, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე რამოსობას მეკარე ტუბო კურტუა აპირებდა: კუთხურის შემდეგ, თავური დაარტყა და ოდნავ ააცილა.

 

რეალი მესამე ადგილზე დარჩა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ ბარსელონას.    

 

რეალი – ჟირონა 1:2

 

გოლები: 1:0 კაზემირო (25), 1:1 სტუანი (65 პენ), 1:2 პორტუ (75)