დაბრუნება წარსულთან?

უმტიტის მალე მოედანზე ვიხილავთ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბარსელონა ლიონს დაუპირისპირდება. სათქმელია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს სამუელ უმტიტი დაუბრუნდება. ფრანგმა მცველმა ნოემბერში ტრავმა მიიღო და აქამდე უქმობა მოუწია. ესპანურმა გრანდმა იმ 21 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც საფრანგეთში გაემგზავრებიან, სიაში კი უმტიტიცაა.

 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ლიონში გაიმართება, განმეორებითი მატჩი 14 მარტს კატალონიაში ჩატარდება. რაც შეეხება უმტიტის, ესპანურ გრანდს იგი სწორედ ლიონიდან 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ სეზონში მან მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა.