ქეცბაია - მაისში ისევ მიუბრუნდებიან

ანორთოსისი მაისის ბოლოს შეეცდება თემურ ქეცბაიას მწვრთნელად მიწვევას.

კლუბის პრეზიდენტი ანდრეას პანტელისი ადრეც მოწადინებული იყო, მაგრამ როგორც კვიპროსული საიტები წერენ, ამჯერად მეტი შანსი იქნება, რომ ქეცბაია ანორთოსისში დაბრუნდეს.

 

აქამდე ისე ხდებოდა, რომ თემურს შუა სეზონში სთავაზობდნენ პოსტს. ქართველი მწვრთნელიც უარზე იყო. ამჯერად კი თუ დათანხმდება, თავისუფლად შეეძლება გუნდის მომზადებას. 

 

ანორთოსისს ეს სეზონიც ჩაუვარდა. გუნდი მეხუთე ადგილზეა და საკმაოდ ჩამორჩენილია ლიდერთა სამეულს. შეგახსენებთ, ანორთოსისში ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.