უღიმღამო ფრე ენფილდზე

ლივერპულისა და ბაიერნის მატჩმა მოლოდინი აშკარად ვერ გაამართლა. ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლივერპულმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე 0:0 დასრულდა. კენჭისყრის დღიდან მოყოლებული, ამ გუნდების დაპირისპირება ყველაზე დიდი მოლოდინს იწვევდა, თუმცა სამწუხაროდ გულშემატკივართა სურვილები არ გამართლდა.

 

თავიდან გუნდებმა თითქოს აქტიურად დაიწყეს, თუმცა თუ პატარ-პატარა ჩხვლეტებს არ ჩავთვლით, განსაკუთრებული არაფერი შექმნილა. ცხადი იყო, რომ ორივე გუნდი ფრთხილობდა და განსაკუთრებით მოსაწყენი გამოდგა მეორე ნახევარი.

 

ასე და ამგვარად გუნდებს თავი ბევრით არაფრით შეუწუხებიათ და შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 14 მარტს ალიანს არენაზე გაიმართება და გუნდები უკვე ვალდებულნი იქნებიან შეტევას უფრო დიდი დრო დაუთმონ.