რევაზ არველაძე ვეტერანების მატჩზე მიიწვიეს

უფროსი არველაძე ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს

უეფას ევროპის ლიგის ფინალი ბაქოში გაიმართება. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფინალური მატჩის კამპანიის ფარგლებში, ბაქოში 3 მარტს ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი ჩატარდება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, რევაზ არველაძეც მიიღებს. ამ მატჩში მასთან ერთად ეიდურ გუდიონსენი, დეკუ, მიკაელ ესიენი, იერჟი დუდეკი და კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს.

 

რევაზ არველაძემ საფეხბურთო კარიერა რუსთავის გორდაში დაიწყო. აღნიშნული კლუბის გარდა იგი სხვადასხვა დროს თბილისის დინამოში, თბილისის მართვეში, გერმანულ კიოლნში, ბერლინის ბორუსიაში, ჰამბურგში და მეხელენში თამაშობდა. არველაძემ საქართველოს ნაკრების რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.