გოდინმა ლიგა დაიპყრო

უეფამ როხიბლანკოს კაპიტანი გამოარჩია

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად, მადრიდის ატლეტიკოს მცველი დიეგო გოდინი დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტიდან ვგებულობთ.

 

გოდინმა იუვენტუსის წინააღმდეგ 1/8 ფინალურ მატჩში, მართლაც, რომ შესანიშნავად ითამაშა. გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა იგი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ტურინელთა შემტევებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

 

ურუგვაელმა მცველმა ისეთ კონკურენტებს აჯობა როგორებიც რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ჯეისონ დენაიერი (ლიონი) და ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი) არიან. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გოდინმა 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით დიეგო როხიბლანკოში ბოლო სეზონს ატარებს და მალე სავარაუდოდ ინტერის მაისურს მოირგებს.