ლეგენდარული კილიან მბაპე

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნეიმართან ერთად იგი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის."-განაცხადა ნასერ ელ-ხალიფმა 

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ელ-ხალიფმა პრესასთან კილიან მბაპეზე ისაუბრა. ფრანგთა მეპატრონემ განაცხადა, რომ კილიან გუნდის ლეგენდაა და ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

 

„მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა მბაპე პსჟ-ს ლეგენდაა. კილიანი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ბევრი რამ მოასწრო. მბაპემ მუნდიალი მოიგო და ტურნირზე გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნეიმართან ერთად იგი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელში შედის.

 

პარიზში ის ძალიან უყვართ. მბაპეს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. მასთან ურთიერთობა გრძელვადიან პერსპექტივაშია გათვლილი. გვინდა იგი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენთან.“-განაცხადა პარიზელთა მეპატრონემ.

 

ამ მომენტისთვის მბაპე შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.