სანდრო ბაზაძემ ისტორია გადაწერა

ქართველმა მოფარიკავემ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი დაამარცხა

წარმატებული გამოდგა, ქაიროში გამართული გრან-პრის სერიის ტურნირი ფარიკაობაში ჩვენებურ სანდრო ბაზაძისთვის. ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სპორტის ამ სახეობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია გადაწერა. 

 

ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ქართველი მოფარიკავეებიდან აქამდე არასდროს არავის გაუკეთებია. თან ისიც აღსანიშნავია, რომ მან მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ელი დერშვიცი დაამარცხა. ეს ტურნირის მეოთხედფინალში მოხდა. ფავორიტად ამერიკელი მიიჩნეოდა, თუმცა ბაზაძემ 15:12 იმარჯვა. მანამდე კი მან სამხრეთ კორეელი კეივან კიმი დაამარცხა.

 

ტურნირზე ერთადერთი მარცხი ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში იწვნია, სადაც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, უნგრელ არონ სირადის ვერაფერი მოუხერხა.

 

საბოლოოდ, როგორც ავღნიშნეთ, ქართველმა მოფარიკავემ გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ჩემპიონი სამხრეთ კორეელი სანგუკი გახდა.