დე ხეა ვერ მოთაფლეს

დე ხეას მანჩესტერთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება

მანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი მეკარე, რომელიც ამ ეტაპისთვის გუნდში ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილია ჯერჯერობით კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავს იკავებს. წითელი ეშმაკების ბოსებმა დე ხეას ფინანსური კუთხით საკმაოდ მაცდური წინადადება შესთავაზეს, თუმცა მან ხელმძღვანელობა უარით მეორედ გაისტუმრა.

 

როგორc პოპულარული Evening Standard წერს, დე ხეას, მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენის სანაცვლოდ კვირაში 407 ათასი ევრო შესთავაზეს, რაც წელიწადში 20 მილიონს უკაკუნებს. თუ ესპანეთის ნაკრების მეკარე დათანხმდება, მაშინ ის ავტომატურად გახდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადანაზღაურებადი კიპერი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით დე ხეა არ ჩქარობს.

 

დე ხეას მანჩესტერთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.