გაზის ინჟინერი ჩაძირულ თვითმფრინავში

სალას დაღუპვის ახალი დეტალები

ავიაკატასტროფების გამოძიების განყოფილებამ (Air Accidents Investigation Branch), ცხონებული აგენტინელი ფებურთელის, ემილიანო სალას ჩაძირული თვითმფრინავის ახალი გულისშემძვრელი ფოტოები და დასკვნები გამოაქვეყნა. Piper Malibu სამ ნაწილად დაიშალა, თუმცა, ძრავი და კუდი დღემდე ვერ იპოვნეს. 

 

გამომძიებლების თქმით, 60 წლის მფრინავ დევიდ იბოტსონს არ ჰქონდა კომერციული რეისების შესრულების ლიცენზია. არაკვალიფიციური იყო და კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა. 

მან ქარიან ამინდში გადაწყვიტა ნანტიდან კარდიფში გადაფრენა, თუმცა ცუდი გარჩევადობის გამო, დისპეჩერს რამდენჯერმე სთხოვა დაბლა ფრენის უფლება მიეცა. ჯამში თვითმფრინავი ოთხჯერ აიწია-დაიწია, სანამ წყალში ჩავარდებოდა. ამ დროს თვითმფრინავის სიჩქარე დაახლოებით 100 კმ/სთ იყო, იბოტსონმა კიდევ ერთხელ სცადა ამაღლება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და წყალს დაასკდა.

მფრინავის არაკვალიფიციურობა ოფიციალურმა გამოკვლევებმაც დაადასტურა. იბოტსონი გაზის ინჟინერი ყოფილა ჰამბერსაიდიდან. საინტერესოა, რომ სალას ნეშთი იპოვნეს თვითმფრინავის სალონში, მფრინავისას კი დღემდე ეძებენ.

 

გამოძიების განყოფილების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოსაკვლევი კიდევ ბევრია და ამას თვეები დასჭირდება. თვითმფრინავი დაახლოებით 70 მეტრის (220 ფუტი) სიღმეზეა ჩაძირული და სამაშველო სამუშაოებში რობოტიც ჩართეს.

დასკვნაში წერია, რომ პილოტს ჰქონდა ფრენის უფლება, მაგრამ არა კომერციული რეისების შესრულებისა. თვითმფრინავი აშშ-ში იყო დარეგისტრირებული და საგანგებო საერთაშორისო სამსახურების ნებართვის გარეშე, კომერციული რეისების შესრულება არ შეეძლო. საბუთებში არსად ჩანს, რომ ასეთი ოფიციალური დასტური მისცეს.

 

მეორე საბუთში ნათქვამია, რომ პილოტს მოყვარულის მართვის მოწმობა ჰქონდა, რომელიც კომერციულ რეისებს ასევე კრძალავს.

„ახლა პილოტისა და მგზავრის ოჯახებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. დაწვრილებით ვაცნობებთ ყველაფერს. ცოტა ხანში საგანგებო ბიულეტენს გამოვცემთ, გამოძიების დამთავრებისას კი საბოლოო ვრცელ ანგარიშსაც წარმოვადგენთ.“ - წერია მოხსენებაში.


სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოების ავტორი, Argentine Fox Sports-ის ჟურნალისტი, კრისტიან მარტინია, რომელიც ვარაუდობს, რომ იბოტსონმა ბევრი შეცდომა დასავლეთ საფრანგეთის აეროპორტიდან აფრენამდეც დაუშვა.


 

მარტინი ამტკიცებს, რომ სამოყვარულო მოწმობის ფლობისას, პილოტს მხოლოდ ღამით ფრენის უფლება ჰქონდა, თანაც კარგ ამინდში. ის კი მაშინ გაფრინდა, როცა სრუტის თავზე შტორმი იყო. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თვითმფრინავის გარკვეული ნაწილები გაყინულიყო კიდეც.


პარალელურად იბოტსონის ოჯახი ძებნას საკუთარი ხარჯებითაც აგრძელებს. ვარაუდობენ, რომ მათ უკვე დახარჯეს დაახლოებით 240 ათასი გირვანქა.