კაზემირო: რონალდუ? საუკეთესო ბენზემა იყო

როცა შანს ვერ იყენებ ამისთვის აუცილებლად ისჯები. ასე მოხდა ბარსელონასთან მატჩშიც. 

ესპანეთის თასის განმეორებით 1/2 ფინალში ბარსელონამ რეალი 3:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა 1:1 დამთავრდა და აქედან გამომდინარე ფინალის საგზურიც კატალონიელებმა მოიპოვეს. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კაზემირომ ისაუბრა.

 

„ახლა იმაზე ლაპარაკი თუ ვინ თამაშობს დღეს რეალში ნამდვილად არ ღირს. რონალდუ გუნდში აღარაა და ამას ვერ შევცვლით. ერთი კვირის წინ მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი ბენზემა იყო.

 

რაც შეეხება მატჩს, ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ. როცა ასეთი დონის შეხვედრაში შანსს ვერ იყენებ აუცილებლად დაისჯები. ბარსელონას წინააღმდეგ ვინიციუსმა შესანიშნავად ითამაშა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია.“-განაცხადა ბრაზილიელმა საყრდენმა.