95:95. ბარსა და რეალი – ვინ ვის?

რეალი–ბარსელონა, ბარსელონა–რეალი. არ წყდება ამ ორი გუნდის მეტოქეობა, ფანების გადაძახილები...

აქ კონკრეტულად ურთიერთშეხვედრებზე დავწერთ. რამდენიმე ვერსიაა და AS–ის არჩეულს გთავაზობთ. ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და ევროტურნირები. ევროარენაზე მხოლოდ ჩემპიონთა თასზე (მერე ლიგა) ხვდებოდნენ ერთმანეთს. აქ სრული თანაფარდობაა...  

 

ყველა ტურნირზე ერთად აღებული, ბარსელონა თასზე 3:0 მოგებით გაუთანაბრდა რეალს. ახლა ასეთი თანაფარდობაა გამარჯვებების მხრივ: 95:95.

 

ბარსას აშკარა უპირატესობა აქვს სამეფო თასზე, ხოლო ესპანეთის სუპერთასზე პირიქით, რეალი ჩაგრავს.   

 

ცალკე წარმოგიდგენთ ბოლო ათწლეულის ურთიერთშეხვედრებს. აქ, კატალონიელები აშკარად წინ არიან.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში

 

30 მატჩი: 17 ბარსელონამ მოიგო, 7 რეალმა, 6 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 69:42

 

ბარსამ ბოლო 3 გამარჯვება სამივეჯერ დიდი ანგარიშით მიითვალა: 3:0, 5:1, 3:0.  

 

სულ, ყველა ტურნირზე ერთად აღებული

 

 

241 მატჩი: 95 რეალმა მოიგო, 95 ბარსელონამ, 51 ფრედ დასრულდა. გოლები: 401:398 რეალის სასარგებლოდ.

 

ჩემპიონთა თასზე

 

8 მატჩი: 3 რეალმა მოიგო, 2 ბარსელონამ, 3 ფრედ დასრულდა. გოლები: 13:10 რეალის სასარგებლოდ.  

 

2–ჯერ რეალმა გამოთიშა ბარსელონა, 2–ჯერ პირიქით.

 

ესპანეთის თასზე

 

36 მატჩი: 16 ბარსელონამ მოიგო, 12 რეალმა, 8 ფრედ დასრულდა. გოლები: 70:66 ბარსელონას სასარგებლოდ

 

21–ჯერ იყო ეტაპის გადალახვა, ან ფინალი:  12–ჯერ ბარსელონა გავიდა, 9–ჯერ რეალი. 

 

ესპანეთის სუპერთასზე

 

14 მატჩი: 8 რეალმა მოიგო, 4 ბარსელონამ, 2 ფრედ დასრულდა. გოლები: 30:18 რეალის სასარგებლოდ

 

7 შემთხვევიდან, 6–ჯერ რეალმა მოიგო სუპერთასი, 1 ბარსელონამ.

 

ესპანეთის ლიგის თასზე (კოპა დე ლა ლიგა)

 

6 მატჩი: 2 ბარსელონამ მოიგო, 4 ფრედ დასრულდა. გოლები: 13:8.  

 

3 შემთხვევიდან 2–ჯერ ბარსამ მოიგო ეს თასი, ერთხელაც რეალმა.