რეალმა მწვრთნელი გაუშვა

ალვარო ბენიტომ ჟუველინ B-ში 3 წელი იმუშავა

მადრიდის რეალს, სამეფო თასის ნახევარფინალში ბარსელონასთან 0:3 შერცხვენა მწვრთნელის ფასად დაუჯდა. არა, ამ შემთხვევაში სანტიაგო სოლარის არ ვგულისხმობთ. მას ალბათ სეზონის ბოლომდე არაფერი ემუქრება. საუბარი რეალის ჟუველინ B  გუნდის დამრიგებელ ალვარო ბენიტოზეა.

 

„ვინიციუსი მინდორზე ხატავს. ის რეალისთვის ახლა ღმერთივითაა. გუნდის პრობლემა სხვა ფეხბურთელები არიან. მაგალითან კაზემირო და კროოსი, რომელთაც მე რომ ვიყო მოედანზე ერთი წუთითაც არ შევუშვებდი“ - თქვა სანტიაგო ბერნაბეუზე კატალონიელებთან წაგების შემდეგ რეალის მეორე გუნდის მწვრთნელმა ალვარო ბენიტომ.

 

როგორც ჩანს, მას ეს არ აპატიეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ადგილზე კი რეალის თილისმა რაული დანიშნეს, რომელიც აქამდე კადეტთა გუნდს ავარჯიშებდა. რაულს, ახალ თანამდებობაზე დებიუტი ლეგანეს B-სთან ექნება.

 

ალვარო ბენიტო რეალის ყოფილი ფეხბურთელია და დიდი უიღბლო კი გამოდგა. აკადემიიდან მთავარ გუნდში დაწინაურებულს, ხორხე ვალდანოს მწვრთნელობის პერიოდში დებიუტი რაიო ვალეკანოსთან ჰქონდა და ისე დაიმტვრა, რომ საერთო ჯამში შემდეგ 10 ოპერაციის გადატანა დასჭირდა.

 

ალვარო ბენიტომ ჟუველინ B-ში 3 წელი იმუშავა.