სიტი პუმას დაუმეგობრდა

მანჩესტერ სიტის ახალი ფორმის დიზაინი სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა

მომავალი სეზონიდან ქალაქელები გულშემატკივრების წინაშე ახალი ფორმით და სპონსორით წარსდგებიან. მანჩესტერ სიტი Nike-თან ურთიერთობას, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლის ივლისში იწურება წყვეტს და თანამშრომლობას Puma-სთან იწყებს.

 

პუმასთან ხელშეკრულება 10 წლიანი იქნება და ამ ხნის მანძილზე მანჩესტერ სიტის მფლობელები 760 მილიონ ევროს მიიღებენ. ევროპულ ფეხბურთში, ამაზე სარფიანი ხელშეკრულება ბარსელონას იმავე Nike-თან და მანჩესტერ იუნაიტედს ადიდასთან აქვს.

 

 

ნიშანდობლივია, რომ პუმას ასევე ინდივიდუალური კონტრაქტები აქვს სიტის რამდენიმე ფეხბურთელთან, კერძოდ - აგუეროსთან, დავიდ სილვასთან და ვენსონ კომპანისთან. მათ რიცხვს უახლოეს ხანებში შეიძლება შეემატოს ლეროი სანე და კევინ დე ბრუინი.

 

 

მანჩესტერ სიტის ახალი ფორმის დიზაინი სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.