ლიოვი: ტერ შტეგენი პირველი გახდება

გერმანიის ნაკრების თავკაცი ბარსელონას მეკარეს შანსს მისცემს

 

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა თქვა, რომ ბარსელონას მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი  შესაძლოა მის პოზიციაზე ეროვნული გუნდის პირველი არჩევანი გახდეს.

 

„ის სიტყვები, რომ ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე გახდება, სავსებით რეალურია. ის არ ცდილობს შეეხოს მანუელ ნოიერის ავტორიტეტს ან სამწვრთნელო შტაბს. მარკს თავისი ამბიციები ჩამოყალიბებული აქვს, რაც ნამდვილად სწორია, რადგან ბოლო წლებში მის მიერ ნაჩვენები შედეგები გასაოცარია.

 

ჩვენ მოხარულები ვართ, რადგან გუნდში მსოფლიო დონის ორი მეკარე გვყავს. წინა წელს მე ვთქვი, რომ ნოიერი ჩვენი მთავარი მეკარე იყო, რადგან ის გუნდის კაპიტანია, თუმცა წელს გონივრული გადახალისება გვჭირდება. ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპი ტერ შტეგენისთვის შანსი იქნება“.-თქვა 59 წლის სპეციალისტმა.

 

26 წლის მეკარეს ბუნდესნაკრებში პირველად 2012 წლის მაისში უხმეს, მას შემდეგ მან ეროვნული გუნდის მაისური 21 შეხვედრაში მოირგო.