ბაქოში ხორვატიისთვის

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები უკვე ბაქოშია, სადაც დღეიდან ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაიწყო.

 

ევროპის ჩემპიონატი 10 მეტრიან დისტანციაზე 16 მარტს ხორვატიაში იწყება. იქ 7 ქართველი მსროლელი იასპარეზებს - 3 უფროსებში და 4 - ახალგაზრდებში. ისინი გამოვლენ პირად პირველობაშიც და ახლად შემოღებულ ოლიმპიურ დისციპლინაშიც - შერეულ წყვილებში. გუნდურ შეჯიბრებაში მხოლოდ გოგონების ნაკრები იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება ახალი წესებით - ცალკე ტურნირად ტარდება.

 

შეკრება ბაქოში 15 მარტს დასრულდება, მეორე დღეს კი გუნდი იქიდან გადაფრინდება ზაგრებში.

 

საქართველოს ნაკრები

უფროსები

ქალები

ნინო სალუქვაძე

ვაჟები

ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი

ახალგაზრდები

გოგონები

ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე, მარიამ ქობულაშვილი

ბიჭები

აკაკი მოსულიშვილი