ისკოზე მოთხოვნა გაიზარდა

ესპანელი ვარსკვლავით ინგლისური ტოპკლუბები ინტერესდებიან.

ისკოს გარშემო დიდი ამბებია ატეხილი. რეალის ნახევარმცველს მცირე სათამაშო დროის გამო გუნდის დატოვება სურს და მსურველებიც არ აკლია. არახალია, რომ მისი გადაბირება ყველაზე მეტად ტურინის იუვენტუსს სურს.

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისკოთი მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპულიც ინტერესდებიან. ამის შესახებ Tuttosport-იდან ვიგებთ. ორივე გუნდის მიზანი ნახევარდაცვის გაძლიერებაა და ალარკონის დამატებაც ამიტომ უნდათ. აქვე გეტყვით, რომ ესპანელი ვარსკვლავის შეძენა მანჩესტერ სიტისაც სურს.

 

ისკო რეალში 2013 წლის ზაფხულში მალაგადან გადავიდა. ამ სეზონში მან 26 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.