იუვენტუსი შესაძლოა უმწვრთნელოდ დარჩეს

ამბობენ მასიმილიანო ალეგრი ქუდს დაიხურავსო

პოპულარული გამოცემა Corriere dello Sport ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით იუვენტუსს მასიმილიანო ალეგრი აღარ გაწრთვნის. ამბობენ, ტურინული კლუბის დამრიგებელი გადადგომისთვის ემზადებაო.

 

იტალიური მედიის მტკიცებით, ალეგრი კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩის შემდეგ შეხვდება და არაერთ საკითხზე დაილაპარაკებენო. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შედეგზეც იქნება დამოკიდებული. იუვენტუსს ატლეტიკოსთან 0:2 მარცხი აქვს გასაბათილებელი.

 

ალეგრის და ანიელის შორის შეხვედრა რომ მოხდება ეს იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმაც დაადასტურა.

 

„მწვრთნელის მომავალი მხოლოდ ატლეტიკოსთან შედეგზე არ იქნება დამოკიდებული. იუვენტუსს განვითარების გრძელვადიანი პროექტი აქვს. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, მე და ანიელი გადაწყვეტილებას მივიღებთ“ - ამბობს პარატიჩი.

 

 Corriere dello Sport ასევე წერს, რომ ალეგრი შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას არ ადელოდოს და თანამდებობა თავისი სურვილით დატოვოს.