მანჩესტერმა ვალენსიას შემცვლელი ნახა

მანჩესტრში სატრანსფერო სია გაიზარდა

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ანტონიო ვალენსია ზაფხულში მანჩესტერს დატოვებს. როგორც ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, ეკვადორელი ძველებურ კონდიციებში ვეღარაა და გუნდის დატოვებაც ამიტომ მოუწევს.

 

აქედან გამომდინარე წითელმა ეშმაკებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს. Tuttomercatoweb-ის ცნობით, ინგლისელებს იუვენტუსიდან ჟოაო კანსელოს გადაბირება სურთ. საერთოდაც 24 წლის ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია და მისით არაერთი გუნდი ინტერესდება. პორტუგალიელი მცველი ბიანკონერის წინა წლის ზაფხულში ინტერიდან შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ამ სეზონში მარჯვენა მცველმა 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება მანჩესტერს გუნდს კანსელოს კარდა კალიდო კულიბალის, ივან რაკიტიჩისა და აარონ ვან ბისასკის დამატებაც უნდა.