ფედერერი კვლავ საქმეშია

როჯერის პირველი გამარჯვება

ლონდონში მიმდინარე საჩოგბურთო შემაჯამებელ ტურნირზე ჩოგბურთში პირველი გამარჯვება მოიპოვა როჯერ ფედერერმა. სასტარტო მატჩში, ნიშიკორისთან განცდილი მარცხის შემდეგ, შვეიცარიელმა ლეგენდამ მედიას განუცხადა, რომ დრო ოჯახის გარემოცვაში გაატარა, განიტვირთა და მეორე მატჩს შესანიშნავი განწყობით შეხვდა.

 

ფედერერმა დომინიკ ტიმს უპრობლემოდ 6:2, 6:3 სძლია და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

 

ჯგუფის მეორე დაპირისპირებაში კი კევინ ანდერსონმა კეი ნიშიკორი გააცამტვერა 6:0, 6:1. ფაქტია, რომ სამხრეთ აფრიკელი მეჩოგნე ლონდონის შემაჯამებელს იდეალურ ფორმაში შეხვდა. იაპონელმა ჩოგბურთელმა, კარიერაში ასე სასტიკად მეორე წააგო. 2008 წელს, ნიშიკორი სტოქჰოლმის ტურნირზე იგივე ანგარიშით რობინ სოდერლინგთან განადგურდა.

 

ორი ტურის შემდეგ კევინ ანდერსონმა ნახევარფინალში ადგილი ფაქტობრივად გაინაღდა, მეორე საგზურისთვის კი ფედერერი და ნიშიკორი იბრძოლებენ.