ვენგერი ფიფაში?

არსენ ვენგერმა კარიერა, შესაძლოა, ფიფაში გააგრძელოს.

დიახ, მას ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ შესთავაზა პოსტი, კერძოდ, ტექნიკური განვითარების მენეჯერობა. ამ ინფორმაციას ფრანგული საიტები ავრცელებენ.

 

როგორც იცით, ვენგერი 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა არსენალს და შარშან გადადგა. მას შემდეგ არაერთ კლუბს დაუკავშირეს: უფრო ხშირად ისმოდა ბაიერნის, მილანისა და პსჟ–ის ვარიანტები, მაგრამ 69 წლის სპეციალისტი ჯერ უმუშევარია.