ჟოზე ქებად დაიღვარა

მოურინიუს ხელში მოშლილი შიგასაკლუბო სამზარეულო, სულშერმა ერთთავად მოაწესრიგა

უკვე ეჭვი არავის ეპარება, რომ ოლე გუნარ სოლშერი მანჩესტერის მწვრთნელის პოსტზე კიდევ დარჩება. გეხსომებათ, ჟოზე მოურინიუს დათხოვნის შემდეგ ნორვეგიელ სპეციალისტს მწვრთნელის მოვალეობის შესრულება თხოვეს, მან კი ისეთი ამბები დაატრიალა, კლუბის ხელმძღვანელობამ პირობები და ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა, ლამის იქეთ შეუთანხმოს.

 

და ეს ყველაფერი პარი-სენ-ჟერმენის სტუმრად 3:1 ძლევისა და მანჩესტერის მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ მოხდა. სათვალავში ის აღარ ჩაუგდიათ, რომ სოლშერის ხელში ჩატარებული 17 მატჩიდან გუნდმა სულ ერთხელ წააგო.

 

მოურინიუს ხელში მოშლილი შიგასაკლუბო სამზარეულო, სულშერმა ერთთავად მოაწესრიგა, ფეხბურთელებს მუხტი შეემატათ და ახლა ისეთი ფსიქოლოგიური განწყობით არიან, არც ახალ-ახალი წარმატებები უნდა იყოს მაინცდამაინც შორს.

 

 

თავად ჟოზე მოურინიუს კი ჩემპიონთა ლიგაში ჯერ აიაქსის, მეორე დღეს კი მანჩესტერის დატრიალებული პატარ-პატარა სასწაულების შესახებ RT ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა:

 

„აიაქსმა და მანჩესტერმა ფენომენალური შედეგი აჩვენეს. სწორედ მწვრთნელების - ერიკ ტენ ჰააგისა და ოლე გუნარ სულშერის დამსახურებაა გუნდების წარმატება. თამაშს ფეხბურთელები იგებენო, ნათქვამია, თუმც ეს ის შემთხვევაა, როცა მოგებაში ლომის წილი სწორედ მწვრთნელებს მიუძღვით. და არა მარტო ბრწყინვალე ტაქტიკურ-ტექნიკური არჩევანისა, უპირველესად გუნდის შესაბამისის ფსიქოლოგიური განწყობისთვის. ვერანაირი ტაქტიკური სქემით პსჟ-ს ვერ აჯობებ, მით უმეტეს წამყვანი ფეხბურთელების არყოფნისას თუ სათანადო ფსიქოლოგიურ განწყობაზე არ იქნები“, - თქვა ჟოზე მოურინიუმ, ვისგანაც მისი მემკვიდრისკენ ქათინაურები ცოტა მოულოდნელიც კი იყო.