რანიერი – სადაც შობილა, გაზრდილა

კლაუდიო რანიერი ოფიციალურად დაინიშნა რომას მთავარ მწვრთნელად.

67 წლის სპეციალისტმა ეუსებიო დი ფრანცესკო შეცვალა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე პორტუსთან გავარდნის მერე მოხსნეს.  

 

რომში დაბადებულ–გაზრდილი რანიერი ადრეც წვრთნიდა ჯალოროსის. ეს 2009–2011 წლებში, თუმცა განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწია.

 

რომას გარდა, თავკაცობდა კალიარის, ნაპოლის, ფიორენტინას, ვალენსიას, ატლეტიკოს, ჩელსის, პარმას, იუვენტუსს, ინტერს, მონაკოს, საბერძნეთის ნაკრებს, ლესტერს, ნანტსა და ფულემს. ფურორი მოახდინა სამი წლის წინ, როცა ლესტერი ინგლისის ჩემპიონობამდე მიიყვანა. იმ წელს (2016) ფიფამ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.