ზეედორფმაც გაიელვა

ფლორენტინო პერესი საგონებელშია

მადრიდის რეალი რთულ მდგომარეობაში, ხოლო ფლორენტინო პერესი საგონებელშია. ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში სამეფო გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავს და კრიტიკული პერიოდი უდგას. შარშან აგვისტოდან მოყოლებული, რეალმა ერთი მწვრთნელი უკვე შეიწირა. ხულიენ ლოპეტეგმა რეალს მხოლოდ რამდენიმე თვე უთავკაცა და შემდეგ კარისკენ მიუთითეს.

 

პერესმა დროებით მწვრთნელად გუნდის აკადემიიდან სანტიაგო სოლარი დააწინაურა, თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის და ბოლო პერიოდში არასახარბიელო შედეგების ფონზე ვგონებთ ამ პოსტზე დიდი დრო მასაც არ უწერია.

 

სეზონის ბოლომდე, დროებით მწვრთნელად გაიელვა კლარენს ზეედორფის სახელმა, რომელიც ამჟამად კამერუნის ნაკრებს ავარჯიშებს. როგორც ესპანური გამოცემა AS წერს, ზეედორფი ამას წინათ რეალის მრჩეველთა  საბჭოს საქმიან ვახშამსაც ესწრებოდაო.

 

მოკლედ, არ გამოვრიცხოთ კლარენს ზეედორფი რეალის დროებით მწვრთნელად ვიხილოთ.