ტოჩიმ ვერ დაამრგვალა

ლევან გორგაძემ კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა

სუმოში, წლის უკანასკნელი სუპერტურნირი დასრულებულია. კიუშუ ბაშოზე, ქართველ გულშემატკივართა იმედები ვერ გამართლდა. ლევან გორგაძე, შეჯიბრს სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა. მართალია, მან საბოლოო ჯამში დადებითი ბალანსი დააფიქსირა და 8  გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ტოჩინოშინისგან ველოდით.

 

კიუშუ ბაშოც, ტოჩინოშინმა გამარჯვებით ვერ დააგვირგვინა. ქართველი ოძეკი შოჰოზანთან დამარცხდა. 34 წლის ვეტერანმა სუმოისტმა, ჩვენებურს უვატენაგეს ილეთით მოუგო. მიუხედავად ამ მარცხისა, შოჰოზანთან ტოჩინოშინის უპირატესობა მაინც დიდია. ლევან გორგაძეს მისთვის 20-დან 14 ბრძოლა აქვს მოგებული.

 

ტოჩინოშინმა ამ სეზონში 59 მოგება დააგროვა, რითიც წელს ყველა სუმოისტზე მეტი მოგება აქვს. 

 

კიუშუ ბაშოზე  კი 22 წლის ტაკაკეიშომ იჩემპიონა.