ბათუმის დინამომ მოგების გემო გაიხსენა

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო 

ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ახლად დაბრუნებული ბათუმის დინამო, რომელსაც 0 ქულა ჰქონდა, თბილისის დინამოს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.

 

მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გავიდა. გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, გიორგი გადრანმა მშვენიერი თავურით ბურთი ხოსე პერალესის კარში გადაგზავნა.

 

ამის შემდეგ სტუმრები ანგარიშის გათანაბრებას კი ეცადნენ, თუმცა არაფერი გამოვიდა. საერთოდაც კი უნდა ითქვას, რომ შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გამოსარჩევი ბევრი არც არაფერი მომხდარა.

 

ამ მომენტისთვის ბათუმელებს 3 ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი კი ამდენივე ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.