სალაჰი მზად არის ოცნებას შეელიოს

პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდისთვის გულშემატკივრების სურვილი კანონია. მოჰამედ სალაჰი მზად არის მათი ოცნებების ასახდენად საკუთარზე თქვას უარი. პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა? რა თქმა უნდა მნიშვნელობით ეს უკანასკნელი უფრო მაღლა დგას, მაგრამ მერსისაიდული გუნდის ქომაგებს თურმე შიდა ასპარეზზე წარმატება ურჩევნიათ.

 

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე პრესტიჟულ ტუნრირად ჩემპიონთა ლიგა ითვლება, მაგრამ ლივერპულის გულშემატკივრები ასე არ თვლიან. მათ პრემიერლიგაში გამარჯვება ურჩევნიათ. მთელი ქალაქი ამაზე ოცნებობს. ამიტომაც, ისე რომ არც დავფიქრდებოდი, ჩემს ოცნებას მათსაზე გავცვლიდი.

 

რა თქმა უნდა თუ ორივე ფრონტზე გამარჯვებას მოვახერხებთ ეს უბრალოდ შესანიშნავი იქნება და ჩვენ ამის გაკეთებას შევეცდებით“ - აღნიშნა მოჰამედ სალაჰმა Sky Sport-თან კომენტარში.

 

შეგახსენებთ, ლივერპულს პრემიერლიგა არასოდეს მოუგია, ხოლო ინგლისის ჩემპიონი ბოლოს 1989-1990 წლების სეზონში გახდა. მიმდინარე სეზონში კი პრემიერლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ლივერპული მანჩესტერ სიტის ოდენ ქულით ჩამორჩება.

 

13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ლივერპული მიუნხენში ბაიერნს დაუპირისპირდება.