ალეგრი: ფინალში გავალთ და ბუფონს მოვიწვევთ

იუვენტუსის მწვრთნელი ატლეტიკოსთან მატჩს აფასებს

 

ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის ატლეტიკოს\ტან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილია საკუთარი გუნდის ფეხბურთელებით და საინტერესო კომენტარს კლუბის ლეგენდის ჯანლუიჯი ბუფონის შესახებაც აკეთებს.

 

„ბიჭებმა დიდებული ფეხბურთი აჩვენეს. მათ ტექნიკის, აგრესიისა და აკურატულობის დემონსტრირება მოახერხეს. მთელი თვის განმავლობაში ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, ბევრს ვფიქრობდი ტაქტიკის შესახებ და რამდენიმე ცვლილებაც გავაკეთე.

 

ყველა ამ მატჩს ელოდა. არსებობდა შანსი, რომ შეხვედრა მძიმე და სანერვიულო ყოფილიყო, თუმცა მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ დამშვიდებულიყვნენ და კონცენტრირებულიყვნენ. სხვაგვარად შესაძლოა პრობლემები შეგვქმნოდა.

 

დაცვის მარცხენა ფლანგზე გამორჩეული იყო სპინაცოლას გარჯა, შესანიშნავი იყო ბერნადერსკის თამაშიც. მისთვის ეს მატჩი წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდება, მე ძალიან კარგად ვიცი თუ რამდენად ძლიერი მოთამაშეა ის.

 

მინდა ვთქვა, რომ ლემარის მიერ პირველი მატჩის ბოლოს გაცუდებულმა მომენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ისეთივე შეგრძენება მქონდა ახლა, როგორც წინა სეზონში მადრიდის რეალთან განმეორებითი შეხვედრის წინ.

 

ვეცადეთ გვეთამაშა დალაგებულად, ეტაპობრივად და მაღალ ზეწოლას ჩვენზე გავლენა არ ჰქონოდა.

 

მინდა ჯანლუიჯი ბუფონს მადლობა გადავუხადო, რომელმაც გამარჯვება instagram-ზე მოგვილოცა, მან ამ კლუბის ისტორია დაწერა. ჩვენ ვუყურეთ პსჟ-ს მატჩს და ვწუხვართ, რაც იქ მოხდა, მაგრამ შევეცდებით გავიდეთ ფინალში და მადრიდში (ვანდა მეტროპოლიტანოზე) ჯიჯი მოვიწვიოთ“.-თქვა 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.