ბეკერი: ნადალის და ფედერერის ეპოქა სრულდება

ჯოკოვიჩის ყოფილი მწვრთნელი რაფაზე და როჯერზე საუბრობს

ყოფილი პირველი ჩოგანი, თამაშის სტილით ყველასაგან გამორჩეული და ექსტრავაგანტული ბორის ბეკერი თვლის, რომ რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის დომინანტობა სამეფო სპორტში ნელ-ნელა სრულდება.

 

„ჯერჯერობით კვლავ არ გავრისკავდი და გრუნტის საფარზე ნადალის, ხოლო ჰარდზე ფედერერის წინააღმდეგ ფსონის დადებას, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მათი დომინირება ვაჟთა ჩოგბურთში დასასრულს უახლოვდება. რა თქმა უნდა, როჯერიც და რაფაც ტურნირებზე გამოჩნდებიან, მაგრამ არც თუ ისე ხშირად, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

 

ყველა ვამჩნევთ რა დიდი ნიჭის პატრონია ალექსანდრე ზვერევი. 2019 წელს ის ტურნირებს აუცილებლად მოიგებს. მის გარდა ახალი თაობის არაერთი ნიჭიერი ჩოგბურთელი მოდის“ - აღნიშნავს ბორის ბეკერი.