გვარდიოლა: ტოტენჰემის ძლიერი მხარეები კარგად ვიცი

ეჭვგარეშეა, რომ წინ ორი შესანიშნავი მატჩი გველის

წილისყრის შედეგად დადგინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. მოახლოებულ დუელთან დაკავშირებით ქალაქელთა დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

 

„კარგად ვიცით ტოტენჰემის სუსტი და ძლიერი მხარეები. დეზებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ჩვენც და მათაც თამამად შეგვიძლია თავი მშვენიერი სტადიონით, გულშემატკივრებით და ფეხბურთელებით მოვიწონოთ. ერიკსენი, კეინი, ალი, სონი და კიდევ სხვები დიდ პრობლემებს შეგვიქმნიან. ეჭვგარეშეა წინ ორი ძალიან საინტერესო მატჩი გველის.“-განაცხადა გვარდიოლამ.

 

ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება 9 აპრილს ლონდონში გაიმართება, განმეორებით მატჩი კი 17 აპრილსაა ჩანიშნული.